კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების სტაბილური დინამიკა შენარჩუნებულია. ბოლო 24 საათში, 13 ათასზე მეტი ადამიანის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს, მათგან „კოვიდ-19“ 404 პირს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 14 პაციენტი. დღევანდელი მდგომარეობით, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი 2.95 პროცენტია, ახალი შემთხვევების რაოდენობას კი, განკურნებულთა რიცხვი აჭარბებს. კარანტინის რეჟიმში რჩება 450 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 2 230 პაციენტი.

მოამბე