კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა მსოფლიოში

ბოლო დღე-ღამეში, მსოფლიოში კორონავირუსის 607 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს. ბოლო 24 საათში, ვირუსს 12 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. კოვიდშემთხვევების 46% სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში დაფიქსირდა. მეორე ადგილზეა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა, სადაც ვირუსის 207 102 ახალი შემთხვევა აღრიცხეს, მესამეზე – ევროპა, სადაც 61 960 კოვიდინფიცირებული გამოვლინდა.

მოამბე