ეპიდემიოლოგიური გათვლებით ქვეყანა ახლა პიკის პერიოდშია, რადგან „კოვიდ 19“-ის შიდა გავრცელებიდან მეშვიდე კვირა დაიწყო. მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე კვირა კი კრიზისულ პერიოდად ითვლება. თუმცა, ბოლო პერიოდში საქართველოში ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებლები მცირდება. რამდენჯერმე იყო ისეთი შემთხვევაც, როდესაც ახალ შემთხვევებს გამოჯანმრთელებულთა სტატისტიკამ გადააჭარბა. ნახტომისებური მატება კი ბოლო ორ კვირაში აღარ დაფიქსირებულა. წინა კვირიდან მკვეთრად არის გაზრდილი ტესტირების მასშტაბი და გაფართოებულია ის მიზნობრივი კატეგორიები, რომლებსაც ტესტირება უტარდებათ. საშუალოდ, ყოველდღე ლაბორატორიებში 2 000-მდე მასალას იკვლევენ. თუმცა სტატისტიკა აჩვენებს, რომ ბოლო დღეებში საგრძნობლად მომატებულია მძიმე და კრიტიკულ პაციენტთა პროცენტული მაჩვენებელი.
თამუნა ნადარეიშვილი გაგვაცნობს ახალი კორონავირუსის გავრცელების ბოლოდროინდელ ტენდენციას ციფრებში.