კორონავირუსით კიდევ 36 ადამიანი გარდაიცვალა ბოლო დღე-ღამეში. გამოვლინდა 2 922 ახალი შემთხვევა. თბილისში კორონავირუსი 1 380 პირს დაუდასტურდა, იმერეთში 481 შემთხვევა აღირიცხა, სამეგრელო-ზემო სვანეთში კი – 185. დანარჩენ რეგიონებში უფრო დაბალი მაჩვენებლებია. ამ ეტაპზე ქვეყანაში 43 ათასზე მეტი ინფიცირებული მკურნალობს, 1500-ზე მეტი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. 321 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.