კორონავირუსით კიდევ 81 ადამიანი გარდაიცვალა. ასეთია 14 ნოემბრის კოვიდსტატისტიკა. ბოლო 24 საათში გამოვლინდა 3 700 ახალი შემთხვევა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 9.53 პროცენტია. თბილისში ვირუსი 1 596 პირს დაუდასტურდა, მას მოსდევს იმერეთი და კახეთი. ამ დროისთვის ქვეყანაში 56 ათასზე მეტი ინფიცირებული მკურნალობს, თვითიზოლაციაში იმყოფება 49 364 ადამიანი.