კორონავირუსით კიდევ 43 პაციენტი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში გამოვლინდა 1 501 ახალი შემთხვევა. დღიური მაჩვენებლების კლების ტენდენცია ისევ შენარჩუნებულია. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 6.55 პროცენტია. ახალი შემთხვევებიდან თბილისში ვირუსი 522 ადამიანს დაუდასტურდა, იმერეთში – 226-ს; 181 ახალი შემთხვევა აღირიცხა სამეგრელო-ზემო სვანეთში, კახეთში ვირუსი 186 პირს დაუდასტურდა. აჭარაში შედარებით მცირე, 101 შემთხვევა გამოვლინდა.
ამ ეტაპზე ქვეყანაში 26 ათასზე მეტი ინფიცირებული მკურნალობს. 1 255 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.