საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი შედარებით შემცირებულია, თუმცა, კვლავ მაღალია გარდაცვალების მაჩვენებელი. 25 300 ტესტიდან ვირუსი 723 პირს დაუდასტურდა, განიკურნა 1 407 ადამიანი. ბოლო 24 საათში კორონავირუსით 18 პაციენტი გარდაიცვალა. ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 403 შემთხვევა აღრიცხეს თბილისში, აჭარაში – 1, ქვემო ქართლში – 52, იმერეთში – 55, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 77, დანარჩენ რეგიონებში შედარებით ნაკლები მაჩვენებლებია.
ამ ეტაპზე ინფიცირების 12 397 აქტიური შემთხვევაა, 882 პირის მდგომარეობა მძიმეა.
მოამბე