ეპიდემიოლოგიური ვითარება ქვეყანაში ისევ რთულია. კორონავირუსით კიდევ 69 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლინდა ინფიცირების 1 661 ახალი შემთხვევა. ყველაზე მეტი ინფიცირებული თბილისში აღირიცხა – ვირუსი 836 ადამიანს დაუდასტურდა, ახალი შემთხვევები გამოვლინდა იმერეთში, აჭარასა და სხვა რეგიონებში. ამ ეტაპზე ქვეყანაში 29 ათასამდე ინფიცირებული მკურნალობს. 1 200-ზე მეტი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსს საქართველოში სულ 13 512 პირი ემსხვერპლა.