47 გარდაცვლილი და 2 195 ახალი შემთხვევა, – ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი შედარებით დასტაბილურდა, თუმცა სიკვდილიანობა ქვეყანაში ისევ საგანგაშოდ მაღალია. რაც შეეხება „კოვიდ 19“-ის გავრცელების ბოლო მონაცემებს, გასული 24 საათის მანძილზე, დადასტურებული შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 1 032, აჭარა – 149, იმერეთი – 380, ქვემო ქართლი – 98, შიდა ქართლი – 116, გურია – 76, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 160, 95 ახალი ფაქტი გამოვლინდა კახეთში.
ამ ეტაპზე მძიმეა 1 426 პირის მდგომარეობა, 319 პაციენტს კი ხელოვნური სუნთქვის აპარატი სჭირდება. დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 6, 49 პროცენტით განისაზღვრა.