კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლები

კორონავირუსის დღიური გავრცელების სტატისტიკა კვლავ საგანგაშოდ მაღალია. გასული დღე-ღამის მანძილზე, ინფიცირების კიდევ 17 265 ახალი შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა 34 პაციენტი, სულ კი, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ჩვენს ქვეყანაში „კოვიდ-19“-ს ჯამში 14 945 მოქალაქე ემსხვერპლა. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, ციფრი ამ შემთხვევაშიც ისევ მაღალია და 24.95% შეადგენს. დღეს დადასტურებული ფაქტებიდან 8 980 გამოვლინდა თბილისში, აჭარა – 1 913, იმერეთი – 2 247, ქვემო ქართლი – 870, შიდა ქართლი – 679, გურია – 264, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 944, კახეთი -657, მცხეთა-მთიანეთი – 408, სამცხე-ჯავახეთი – 266, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 37.
ამ ეტაპზე მძიმეა 1 000 პაციენტის მდგომარეობა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 272 მოქალაქე. 2 061 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 156 – თბილისში, 639 – აჭარაში. 139 275 ინფიცირებული კი მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.