კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი საქართველოში

უკვე რამდენიმე დღეა, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის კლების ტენდენცია ნარჩუნდება. გუშინ ჩატარებული 18 ათასზე მეტი ტესტიდან, „კოვიდ-19“-ზე დადებითი 504 ნიმუში აღმოჩნდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი, 6 ივნისისთვის 2.76%-ია. ისევ მაღალია გარდაცვლილთა სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, მხოლოდ ერთ დღეში ინფექციას 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. რაც შეეხება დადასტურებულ ფაქტებს, 258- თბილისში, 50 – აჭარაში, ამდენივე გამოვლინდა იმერეთშიც, 48 შემთხვევა გვაქვს სამეგრელო-ზემო სვანეთში, სხვა რეგიონებში კი, ინფიცირების მაჩვენებელი 40-ზე ნაკლებია. ამ წუთისთვის  207 პაციენტს  ხელოვნური სუნთქვის აპარატი სჭირდება.

მოამბე