კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი საქართველოში

კორონავირუსზე დადებითობის მაჩვენებელი ისევ საყურადღებო ნიშნულზეა და 23 მაისისათვის 4, 32% შეადგენს. გასული დღე-ღამის მანძილზე ვირუსს 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა კი, 16 972 ტესტიდან, 733-ს შეადგენს. უმრავლესობა დედაქალაქში გამოვლინდა, სულ თბილისში 425 ფაქტი აღირიცხა. სამეგრელო ზემო-სვანეთია მეორე ადგილზე – 70 შემთხვევით, 62- აჭარაში და 54- იმერეთში. ამ ეტაპზე მძიმეა 880 პირის მდგომარეობა, მათგან 228 პაციენტი ხელოვნურ სუნთქვაზეა. კიდევ ერთი მონაცემი დღევანდელი სტატისტიკიდან, – ბოლო ერთ დღეში, ქვეყანაში განკურნებულთა მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, – გამოჯანმრთელდა 1530 პაციენტი.

მოამბე