ბოლო ორი კვირის განმავლობაში ქვეყანაში გავრცელებულ ვირუსებს შორის კორონავირუსი ყველაზე გახშირებულია. მისი წილი სხვა რესპირატორულ ვირუსებს შორის დაახლოებით 30%-ია. ტემპერატურის მატება, მშრალი ხველა, საერთო სისუსტე, სახსრების და კუნთების ტკივილი – ეს იმ სიმპტომების ჩამონათვალია, რომელიც „კოვიდ-19“-ის დღეს არსებულ შტამს ახასიათებს. როგორც ინფექციონისტები ამბობენ, ის მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს და სახლში მკურნალობა და იზოლაცია სრულიად საკმარისია, თუმცა კვლავ საყურადღებოდ რჩება რისკჯგუფში მყოფი პირებისთვის.