კორონავირუსის გავრცელების არეალი

რაც შეეხება ახალი კორონავირუსის გავრცელების არეალს, პირველი შემთხვევა დადასტურდა აფრიკაში დაინფიცირების შესახებ ეგვიპტეში განაცხადეს. ადგილობრივი ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, რომელსაც სიმპტომები არ აღენიშნებოდა, მაგრამ მისი იდენტიფიცირება მოგზაურობის სქემის საფუძველზე მოხდა. 4 თებერვლის შემდეგ, ეს ახალ ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევაა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად მთავრობებმა და ფარმაცევტულმა კომპანიებმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყონ ძვირი და რისკიანი სამუშაო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ვარაუდობენ, რომ ახალი ვაქცინის შესაქმნელად, ასობით მილიონი დოლარი იქნება საჭირო.