მოსალოდნელი შეზღუდვები და კონსულტაციები

სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი, რა დამატებითი შეზღუდვები დაწესდება კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის. კონსულტაციები ბიზნესსექტორთან მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს. მორიგი შეხვედრა პრემიერთან გუშინ გაიმართა. შეხვედრაზე ის წერტილოვანი შეზღუდვები განიხილეს, რომელთა მიზანია, ერთი მხრივ, ნაკლებად მიადგეს ზიანი ეკონომიკას და ამავდროულად, ეფექტიანი იყოს ვირუსის გავრცელების დინამიკის მართვა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, შეზღუდვების შედეგად, ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი ეტაპობრივად უნდა შემცირდეს.