თბილისის საკრებულოს სხდომები ელექტრონული ფორმით ჩატარდება

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თბილისის საკრებულოს სხდომები ელექტრონული ფორმით ჩატარდება – გადაწყვეტილება ამის შესახებ დღევანდელ სხდომაზე კენჭისყრის შედეგად მიიღეს. ონლაინშეხვედრების გასამართად სპეციალური აპლიკაცია შეიქმნება, მანამდე კი სხდომა ჩვეულ ფორმატში გაიმართება. დღევანდელი სხდომა კი ჩვეული დარბაზის ნაცვლად, საკრებულოს მისაღებში გაიმართა, სადაც დეპუტატების სკამები, ერთი მეტრის დაშორებით იყო განთავსებული.