კორონავირუსი – საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება

სამარშრუტო ტაქსების მოძრაობის აკრძალვის შესახებ, ცნობილი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომის შემდეგ გახდა. პრემიერ-მინისტრმა კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დამატებითი შეზღუდვების ამოქმედების გადაწყვეტილება მიიღო.

გიორგი გახარიას ინფორმაციით, დაავადების შეჩერებიდან, ქვეყანა უკვე გავრცელების ეტაპზე გადადის. მთავრობის მეთაურმა ეკონომიკის სამინისტროსა და ფოსტას დაავალა, უზრუნველყონ პენსიონერების მომსახურება, რომლებსაც ორი კვირით თვითიზოლაციაში ყოფნის რეკომენდაცია მიეცა.

სალომე ქოქიაშვილი დეტალურად მოგვიყვება დამატებით დაწესებული შეზღუდვების შესახებ.