შეზღუდვები კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით

თბილისის საქალაქო სასამართლო კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შეზღუდვებს აწესებს. შემჭიდროვებულ ვადებში განსახილველი საქმეების გარდა, ყველა საქმის განხილვა კანონმდებლობით დადგენილი საქმეთა განხილვის ვადების გათვალისწინებით გადაიდება.

ასევე, პროცესის მონაწილეები სასამართლო განხილვაში მონაწილეობას დისტანციურად მიიღებენ. სასამართლოს შენობაში შესვლისას კი მოქალაქეებს ტემპერატურას შესაბამისი მოწყობილობით შეუმოწმებენ. რაც შეეხება სარჩელებსა და დოკუმენტაციას, მათი მიღება სპეციალური ყუთების საშუალებით მოხდება.

შეზღუდვებს აწესებს საქართველოს პროკურატურაც. საზოგადოებრივ მისაღებებში მოეწყო სპეციალური სივრცეები, სადაც  გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, მოქალაქეებს საშუალება მიეცემათ, პროკურორებთან და გამომძიებლებთან ონლაინშეხვედრა გამართონ.