მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის გავრცელების არეალი სულ უფრო იზრდება. ბოლო ორ კვირაში დაინფიცირებულთა რაოდენობა გაორმაგდა და 200 000-ს გადააჭარბა. ევროპაში ყველაზე რთული ვითარება ისევ იტალიაშია, სადაც ბოლო ერთ დღეში ვირუსს 345 ადამიანი ემსხვერპლა. იტალიის დასახმარებლად ჩინეთიდან უკვე მეორე დელეგაცია გაგზავნეს.
ეპიდაფეთქებაა ესპანეთშიც. ყოველდღიურად სულ უფრო საგრძნობია ნეგატიური ეკონომიკური ეფექტები. ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ კორონავირუსის პანდემიის ეკონომიკური შედეგები, შესაძლოა, 2008 წლის ფინანსურ კრიზისზე მძიმე აღმოჩნდეს.