საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 12 პაციენტი გარდაიცვალა, გამოვლინდა 742 ახალი შემთხვევა.
აღნიშნული სტატისტიკა ქვეყანაში ბოლო 24 საათში ჩატარებულ 18 ათასი ტესტის ფონზე დაფიქსირდა, რაც პროცენტულად 4,1 შეადგენს. იმ შემთხვევაში, თუ დადებითობის მაჩვენებელი მინიმუმ ერთი კვირის განმავლობაში 4%-ზე ნაკლები იქნება, შესაძლოა, მთავრობამ დაწესებული შეზღუდვების უფრო მეტად შემსუბუქებაზე იმსჯელოს.