ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ სიტუაციაზე საუბრობენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და ექსპერტი მამუკა არეშიძე.
მათი ინფოცმაციით, არსებობს ეპიდ-აფეთქების საფრთხე. არეშიძის თქმით, რთულია მდგომარეობა სამედიცინო ინფრასტრუქტურის მხრივ, რაზეც ხმამაღლა არ საუბრობენ. მან ასევე ყურადღება გაამახვილა ე. წ. სამხრეთ ოსეთში არსებულ მდგომარეობაზე და განმარტა, რომ სეპარატისტებს ყურადღების მიქცევის მიზნით ვითარების დაძაბვა სურთ.
აფხაზეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე შემოწმება 57 ადამიანს ჩაუტარდა. დიაგნოზი დაუდასტურდა შვიდ პირს. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 35-ია.