კორონავირუსი - ვითარება მსოფლიოში

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მაღალ და დაბალშემოსავლიან ქვეყნებს შორის კოვიდვაქცინის უთანასწორო გადანაწილებაზე საუბრობს. ვაქცინების 75% მაღალშემოსავლიან ქვეყნებმა მოიხმარეს, იმ დროს, როდესაც მაგალითად აფრიკის ქვეყნებში, სრულად ვაქცინირებული მხოლოდ მოსახლეობის 4 %-ია. მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 233 მილიონს აღემატება. პანდემიას 4 მილიონ 775 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა. ინფიცირებისა და სიკვდილიანობის მასშტაბით, ბოლო ერთი თვის მონაცემებით, აშშ-ი ლიდერობს, მას გაერთიანებული სამეფო, ინდოეთი, თურქეთი და ბრაზილია მოსდევს. დღეის მდგომარეობით, მსოფლიოში ათვისებულია 6 მილიარდ 200 მილიონზე მეტი ვაქცინის დოზა.