„კოვიდ-19“-ის „დელტა“ ვარიანტის გავრცელების ფონზე, ევროპის ქვეყნები ვაქცინაციის დაჩქარებას ცდილობენ. „ევრონიუსის“ ინფორმაციით, საგანგებო ზომები ევროპის ზაფხულის დასვენების თვეებს უკავშირდება, რომლის დროსაც, სოციალური დისტანცირების მოთხოვნას სულ უფრო ცოტა ადამიანი იცავს და ზოგიერთი ქვეყანა გარე სივრცეში ნიღბების ტარების ვალდებულებას აუქმებს. „ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის“ ინფორმაციით, ნაწილობრივ ან არავაქცინირებულ ადამიანებში „დელტა“ ვარიანტით ინფიცირების რისკი ძალიან მაღალია. ცენტრის პროგნოზით, აგვისტოს ბოლოს, ევროკავშირში ინფიცირების შემთხვევების 90 პროცენტი სწორედ „დელტა“ ვარიანტთან იქნება დაკავშირებული. ყოველდღიური ახალი შემთხვევების რიცხვი მკვეთრად იზრდება ბრიტანეთში, პორტუგალიასა და რუსეთში. „დელტა“ ვარიანტის გავრცელების მიუხედევად, საფრანგეთში შეზღუდვები მოიხსნა. პანდემიის დაწყების შემდეგ, მსოფლიოში „კოვიდ 19“-ით 182 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, რომელთაგან თითქმის მილიონი დაიღუპა.
მოამბე