კორონავირუსი - ვითარება მსოფლიოში

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებლების კლების დინამიკა ნარჩუნდება. ეს ბოლო რვა კვირის კვირის მონაცემია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში, მსოფლიოში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 336 ათასი შემთხვევა აღრიცხა. ამასთან, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 7 764 ადამიანი, თუმცა, ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის დიდ ბრიტანეთსა და რუსეთში, შეინიშნება კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების დღიური რაოდენობის ზრდა, რაც ვირუსის „დელტა“ ვარიანტს უკავშირდება. თავის მხრივ, პანდემიის გამო მოქმედი რეგულაციების შემსუბუქებას განაგრძობს თურქეთი, სადაც პირველი ივლისიდან „კომენდანტის საათი“ უქმდება. რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მარაგები იწურება.

მოამბე