კორონავირუსი - ვითარება მსოფლიოში

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 164 მილიონს გადააჭარბა. ეპიდემიას სამ მილიონ 413 ათასი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსის გავრცელებისა და ახალი შემთხვევების კუთხით, ვითარება ამჟამად ყველაზე მძიმე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაშია. მეორე ადგილს  ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა იკავებს. მესამეს – ევროპა. რთული სიტუაციაა ინდოეთში, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობამ 25 მილიონს გადააჭარბა. ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსს 3874 ადამიანი ემსხვერპლა, გამოვლენილია ინფიცირების 276 ათასზე მეტი შემთხვევა. საყურადღებოა მდგომარეობა შეერთებულ შტატებშიც. ეპიდემიოლოგ ენტონი ფაუჩის განცხადებით, ამერიკა მოქალაქეებისთვის ვაქცინის მესამე დოზის გაკეთებასაც განიხილავს, ვინაიდან მედიკამენტი ვირუსისგან დაცვას ხანგრძლივი ვადით ვერ უზრუნველყოფს. მესამე დოზის საჭიროებაზე უფრო ადრე, კომპანია „ფაიზერის“ დირექტორიც საუბრობდა.

მოამბე