მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევებმა 162 მილიონს გადააჭარბა. ვირუსით სამი მილიონ 370 ათასამდე ადამიანი გარდაიცვალა. გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოვლინდა 677 000 ახალი შემთხვევა. დაიღუპა კიდევ 13 ათასამდე ადამიანი. შემთხვევების ნახევარზე მეტი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონზე მოდის, სადაც ყველაზე რთული ვითარება ინდოეთშია. მეორე ადგილზე ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაა, მესამე ადგილს კი, ევროპა იკავებს.
მოამბე