„ფაიზერის“ მიერ წარმოებული ვაქცინა 12 წლიდან მოზარდებში გამოყენებისთვის დაამტკიცა აშშ-ის საკვების და მედიკამენტების სააგენტომ. მანამდე აცრა 16 წლიდან იყო დასაშვები. გასული 24 საათის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსის 677 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ლეტალური შემთხვევების რიცხვმა კი 11 ათასს გადააჭარბა. ვირუსის გავრცელების მხრივ, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია დღეს პირველ ადგილზეა, შემდეგ მოდის ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაა, მესამე ადგილს ევროპა იკავებს. საერთო ჯამში, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 158 მილიონს აღემატება. პანდემიამ სამ მილიონ 300 ათასი ადამიანი იმსხვერპლა.
მოამბე