მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 118 მილიონს აღწევს. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 29 მილიონს გადააჭარბა შეერთებულ შტატებში. ისევ რთულია სიტუაცია ინდოეთსა და ბრაზილიაშიც. რაც შეეხება ევროპის კონტინენტს, იტალიაში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 22 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 332 პაციენტი. საფრანგეთში კი, ბოლო დღე-ღამეში ვირუსი 30 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, 264 ინფიცირებული კი დაიღუპა. პოლონეთში, სადაც პანდემიის მესამე ტალღას ებრძვიან, ნოემბრის შემდეგ, კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. თურქეთში კი, ბოლო ერთი დღის მანძილზე, 2021 წელში დღიური შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა. 90 ათასს გადააჭარბა ლეტალური შემთხვევების რაოდენობამ რუსეთში.
მოამბე