მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 102 მილიონს გადააჭარბა. გარდაცვლილია ორი მილიონ 200 ათასზე მეტი ადამიანი. ვირუსის გავრცელებისა და ლეტალობის მასშტაბით, პირველ ადგილს ისევ შეერთებული შტატები იკავებს – 26 მილიონი ინფიცირებულით და 440 ათასამდე გარდაცვლილთ. 11 მილიონს უახლოვდება ინფიცირებულთა რიცხვი ინდოეთში. ოთხ მილიონამდე კოვიდპაციენტი ჰყავს რუსეთს, თითქმის ორ მილიონ 500 ათასი ინფიცირებულია აღრიცხული თურქეთში.
ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, სასაზღვრო შეზღუდვებს აწესებენ ევროპის ქვეყნები, მათ შორის საფრანგეთი, ჩეხეთი და გერმანია.
მოამბე