კორონავირუსი - ვითარება მსოფლიოში

ადამიანები, რომლებმაც კოვიდ-19 გადაიტანეს, შესაძლოა კვლავ იყვენენ ვირუსის მატარებლები. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის მთავრობა აცხადებს და აფრთხილებს მოქალაქეებს, რომ უფრო მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ. ეს ინფორმაცია ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების მიერ ჩატარებულ კვლევას ეფუძნება. ამის პარალელურად, ევროკომისიის პრეზიდენტი გამოვიდა ინიციტივით, რომ კოვიდ-19-ზე აცრილ ადამიანებს მოგზაურობის უფლება ჰქონდეთ, თუ ისინი  „ვაქცინაციის სერტიფიკატს“ წარადგნენ. მისი თქმით, ეს წესი მთელ ევროპაში უნდა გავრცელდეს. რაც შეეხება ეპიდვითარებას, რთულია ამ დრომდე სიტუაცია გერმანიაში, სადაც ინფიცირებულთა რიცხვმა ორ მილიონს გადააჭარბა. ვირუსს სულ 45 ათასი ადამიანი ემსხვერპლა. ეპიდსიტუაციასა და შეზღუდვების საკითხზე დღეს გერმანიის კანცლერი რეგიონების მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდება. გამწვავდა ვითარება ჩინეთშიც, სადაც ბოლო 24 საათში მარტის შემდეგ ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ჰებეის პროვინციაში 20 ათასი ადამიანი კარანტინშია გადაყვანილი. ახალი შტამით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება ბრაზილიაში. ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა გლობალურად ორ მილიონს უახლოვდება. ინფიცირებულია 93 მილიონზე მეტი ადამიანი.