„საბედნიეროდ ჩვენთან სიტუაცია სტაბილური რჩება და შეიძლება შეფასდეს, როგორც კარგი რეგიონის სხვა ქვეყნებთან და მსოფლიოსთან შედარებით“, – აცხადებს ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი, თუმცა მსოფლიო ვითარებიდან გამომდინარე პროგნოზის გაკეთება უჭირს. მისივე თქმით, იყო მოლოდინი, რომ ზაფხულში ვირუსის აქტიურობა დაიკლებდა, რაც არ მომხდარა. ინფექციონისტი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ყველაზე რთული ვითარება ქვემო ქართლშია და მდგომარეობა საყურადღებოა. ინფექციონისტმა საზღვრების გახსნის რისკებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ტურისტული ნაკადის შემოსვლამ შესაძლოა ვირუსთან დაკავშირებული სტატისტიკაც შეცვალოს, თუმცა რიგი ქვეყნებისთვის საზღვრის გახსნა აუცილებელი იყო.