კორონავირუსი - პრევენციული ღონისძიებები საპატრიარქოში

კორონავირუსზე „პისიარ“ ტესტირება ჩაუტარდათ ზუგდიდისა და ცაიშის, ავსტრიისა და გერმანიის მიტროპოლიტს გერასიმე შარაშენიძეს და სხვა სასულიერო პირებს. მეუფე გერასიმე ამბობს, რომ ყოველი საკვირაო წირვის შემდეგ ყველა მღვდელმსახური, სტიქაროსანი და მგალობელი კორონავირუსზე ტესტირებას იტარებს. მისივე თქმით, ეს არ ეხება იმ ადამიანებს, რომლებსაც კოვიდ- 19 უკვე გადატანილი აქვთ.