დამაკმაყოფილებელია საქართველოს იმ მოქალაქეების მდგომარეობა, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ. სამივე ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
ინფექრციურ კლინიკაში კიდევ 29 პაციენტს აკვირდებიან. დღის მეორე ნახევარში ლუგარის ლაბორატორიიდან 16 პაციენტის ანალიზების პასუხებს ელოდებიან. პარალელურად ქვეყანაში გრძელდება ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებები. გაიმართა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი შეხვედრაც.
თამარა ნადარეიშვილი დეტალებით.