იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს დავით ზალკალიანმა მიაწოდა. მინისტრის თქმით, საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე ქალაქ ვიტერბორში მყოფი მოქალაქე დაუკავშირდა და მაღალი სიცხის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ის კლინიკაში გადაიყვანეს. კვლევების შედეგად კი ახალი კორონავირუსი დადასტურდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმები დამაკმაყოფილებლად აფასებენ.
თამარ ნადარეიშვილი დეტალებით.