„კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა დამძიმების რისკი განსაკუთრებით მაღალია ორსულებში. სპეციალისტები ორსულებს აცრისკენ მოუწოდებენ და კვლევებზე დაყრდნობით ამბობენ, რომ ვაქცინაციის შემთხვევაში, ნაყოფზე ანტისხეულების გადაცემა ხდება, რაც ბავშვსაც იცავს. განსაკუთრებით საფრთხილო, ექიმების განცხადებით, ორსულობის მეორე ნახევარია. გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ვირუსის შედეგად ნაყოფის ანომალიები ვითარდება, კვლევებით არ დასტურდება, თუმცა შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს ზრდაში მის ჩამორჩენას. ამიტომ, სპეციალისტები ორსულებს მუდმივი კონტროლის რეკომენდაციას აძლევენ. მიმდინარე წელს საქართველოში კორონავირუსის გამო 20-მდე ფეხმძიმე გარდაიცვალა.