დღეიდან, 16 ოქტომბრიდან თბილისსა და იმერეთში ყველა გასართობი ცენტრი და რესტორანი 22 საათამდე იმუშავებს. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, ვირუსის სწრაფი გავრცელების პრევენციის მიზნით მიიღო. კონტროლი მკაცრდება მეტროსადგურებთანაც. თითოეულ გაჩერებასთან მობილიზებულები იქნებიან პატრულ-ინსპექტორები. თამარ ნადარეიშვილი განავრცობს თემას.