საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 743 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 29 პაციენტი. რაც შეეხება ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიურ მაჩვენებელს მან დღეისთვის 4,84 პროცენტი შეადგინა. ქვეყანაში არსებული რთული ეპიდვითარების ფონზე, შემცირებულია ვაქცინაციის ტემპი. დაბალია აცრების ყოველდღიური მაჩვენებელი.
რა უნდა გაკეთდეს იმუნიზაციის გასააქტიურებლად – სპეციალისტების აზრი დღეს თათია ტაბეშაძემ მოისმინა.