კორონავირუსს გავლენა აქვს ქართულ ეკონომიკაზეც. ზარალს უკვე ითვლიან.
ეკონომიკის სამინისტრო უწყებათშორის საკოოდინაციო საბჭოს კონკრეტულ ციფრებს ხვალ მიაწვდის. ნეგატიური ეკონომიკური ეფექტები ყველაზე მეტად ტურისტულ სექტორზე აისახება. წინა კვირიდან შემცირებულია იტალიასთან ფრენების სიხშირე, თებერვლის ბოლოდან შეწყვეტილია პირდაპირი ავია-მიმოსვლა ჩინეთთან და ირანთან. 2019 წლის მონაცემებით, ირანი ტურისტული ნაკადების მიხედვით ათეულში მერვე ადგილზე იყო. ორ ქვეყანასთან რეისების შეჩერებით გამოწვეული ყოველთვიური ზარალი ციფრებში დაახლოებით 30 მილიონ ლარს შეადგენს, – ასეთია ეკონომიკის სამინისტროს პროგნოზი. მცირედით, მაგრამ მაინც კორონავირუსის საწინააღმდეგო პრევენციულმა ზომებმა გავლენა მოახდინა ჩინეთში ქართული ღვინის ექპორტზეც, რომელიც ბოლო წლებში მუდმივად მზარდი მაჩვენებლების შემდეგ ახლა შემცირებულია. მიყენებულ ზარალზე ალაპარაკდნენ სასტუმროების მფლობელებიც.