თბილისის ზოოპარკის დირექტორის განცხადებით, ადამიანიდან ცხოველზე „კოვიდ 19“-ის გადადების მხოლოდ ერთი ფაქტია გამოვლენილი, როდესაც ბრონქსის ზოოპარკში მომვლელმა ვეფხვი დააინფიცირა. თუმცა, ეს ერთეული შემთხვევა დასკვნების გამოტანის მიზეზი ვერ გახდება. რაც შეეხება ცხოველის მიერ ადამიანის ინფიცირებას, მისივე განმარტებით, მსგავსი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
ზურაბ გურიელიძე ასევე ეხმაურება ვარაუდს, ღამურისგან კორონავირუსის გავრცელების შესახებ. თბილისის ზოოპარკის დირექტორი უხანში მდებარე ეგზოტიკური ცხოველების იმ ცნობილი ბაზრობის შესახებაც საუბრობს, საიდანაც ერთ-ერთი ვერსიით, „კოვიდ 19“ გავრცელდა და იქ არსებულ სიტუაციას, ცხოველების მიმართ გამოვლენილ სისასტიკეს უწოდებს.