კოროხნალის მაღაროში დაშავებული ალექსანდრე დეკანოიძე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება

ჭიათურაში, კოროხნალის მაღაროში დაშავებული მაღაროელი ალექსანდრე დეკანოიძე ქუთაისის ცენტრალურ საავდმყოფოში მკურნალობს. ის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.   ექიმების თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მას უკვე ჩაუტარდა ერთი ოპერაცია, ამჟამად მიმდინარეობს გამოკვლევები, რის შემდეგაც გადაწყდება სჭირდება, თუ არა პაციენტს ხერხემლის ოპერაცია.