კონტრტერორისტული ოპერაცია თურქეთში - დაკავებულია ISIS-თან კავშირში ეჭვმიტანილი 82 ადამიანი 

კონტრტერორისტული ოპერაციის ფარგლებში, თურქეთში 82 ადამიანი დააკავეს. ისინი ტერორისტულ ორგანიზაცია თვითგამოცხადებულ “ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირში არიან ეჭვმიტანილები.

რეიდი სტამბოლში 16 სხვადასხვა ქუჩაზე ჩატარდა. დაპატიმრებული პირებიდან 77 სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეა, 5 კი თურქეთის. თურქული მედიის ინფორმაციით, მათი უმრავლესობა სირიაში გამგზავრებას გეგმავდა.