კონტრტერორისტული ოპერაცია თურქეთში – დაკავებულია ISIS-თან კავშირში ეჭვმიტანილი 82 ადამიანი 

21:26, 03.02.2018

კონტრტერორისტული ოპერაციის ფარგლებში, თურქეთში 82 ადამიანი დააკავეს. ისინი ტერორისტულ ორგანიზაცია თვითგამოცხადებულ “ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირში არიან ეჭვმიტანილები.

რეიდი სტამბოლში 16 სხვადასხვა ქუჩაზე ჩატარდა. დაპატიმრებული პირებიდან 77 სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეა, 5 კი თურქეთის. თურქული მედიის ინფორმაციით, მათი უმრავლესობა სირიაში გამგზავრებას გეგმავდა.

 

 

მსგავსი