ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ზომები გამკაცრებულია ზუგდიდის აგრარულ ბაზარში. ტარდება თერმოსკრინინგი, დახურულ პავილიონებში მოქალაქეები არ დაიშვებიან პირბადის გარეშე, ტერიტორიაზე დამონტაჟებულია დეზო-ბარიერები. მონიტორინგს სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონალური სამსახურის წარმომადგენლები ატარებენ. უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია ქუთაისში მოქმედ აგრარულ ბაზრებშიც. მოვაჭრეებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები დღეს კიდევ ერთხელ გააცნეს და საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგეს.