კონტრაქტი ლობისტურ კომპანიასთან

მმართველ პარტიას საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტის მიმართ კითხვები აქვს.

„ქართული ოცნების“ ლიდერებს აინტერესებთ, როგორ მოხვდა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ამერიკულ ლობისტურ კომპანიას შორის გაფორმებულ კონტრაქტში ადამიანი, რომელიც თავს არასამთავრობო ორგანიზაციის წევრად და ექპერტად აცხადებს. ყოფილ მმართველ პარტიასა და „ორიონ სტრატეჯს“ შორის ოთხი თვის წინ ხელმოწერილ ერთწლიან კონტრაქტში ბათუ ქუთელია შუამავალ პირად არის მითითებული. მონაცემები საჯაროა და ის ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. წინა ხელისუფლების დროს ქუთელია სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, 2008-11 წლებში კი ის აშშ-ში საქართველოს ელჩი იყო.

თეონა მანაგაძე მუშაობს თემაზე.