ჯანდაცვის სამინისტრო რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებთან კონსულტაციების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.
როგორც უწყებაში განმარტავენ, კონსულტაციები გრძელდება. უწყების ცნობით კლინიკის 350-მდე სამედიცინო პერსონალმა და ადმინისტრაციის თანამშრომელმა სამინისტროს მიერ შეთავაზებული საკომპენსაციო პაკეტი უკვე აირჩია და შესაბამისი შეთანხმებით დაადასტურა. მათივე ცნობით, სამედიცინო პერსონალის ნაწილი მუშაობას იმ კერძო სამედიცინო დაწესებულებაში განაგრძობს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობით, რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალს ალტერნატიულ დასაქმებას სთავაზობს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ კლინიკის თანამშრომლების ნაწილი მოლაპარაკებაზე უარს ამბობს.