მარიხუანის კულტივირების საკითხზე კონსულტაციები სამუშაო ჯგუფის ფორმატში გაიმართება. მანამდე კი, პარლამენტი ამ საკანონმდებლო ინიციატივაზე მსჯელობას შეაჩერებს. უახლოეს დღეებში საკანონმდებლო ორგანოში მარიხუანის თემაზე მხოლოდ იმ საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა დაიწყება, რომელიც მოხმარებაზე რეგულაციების დაწესებას გულისხმობს.