სასამართლოს სახელით, საქართველოს კონსტიტუციის მიღების დღეს ულოცავს თანამოქალაქეებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, მერაბ ტურავა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მოქმედი კონსტიტუცია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობას ეყრდნობა. მისივე თქმით, საქართველოს კონსტიტუციით დეკლარირებული ღირებულებები, ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, ქვეყნის განვითარების განმსაზღვრელია.