ცნობილი მწერლის, კონსტანტინე გამსახურდიას დაბადებიდან 125 წელი გავიდა.
ქართული ლიტერატურის კლასიკოსს დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული მწერლობის, კრიტიკის, პუბლიცისტიკის, პოეზიის, მთარგმნელობითი მოღვაწეობის განვითარების თვალსაზრისით. მისი ყველაზე პოპულარული რომანებია „დიდოსტატის მარჯვენა“ და „მთვარის მოტაცება“, რომლებიც ქართული მწერლობის შედევრებადაა მიჩნეული. 1944 წელს მწერალი აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრად, 1965 წელს მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია. გამსახურდიას ნაწარმოები თარგმნილია მრავალ ენაზე.
კონსტანტინე გამსახურუდა 1975 წელს გარდაიცვალა და თბილისში, საკუთარი სახლის, „კოლხური კოშკის“ ეზოშია დაკრძალული.
აბაშაში დღეს მწერლის იუბილესთან დაკავშირებით სახალხო დღესასწაული „კონსტანტინეობა“ გაიმართა.