ოთარ თაქთაქიშვილის საიუბილეო საღამო

26 დეკემბერს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში დიდი ქართველი კომპოზიტორის, ოთარ თაქთაქიშვილის 95 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ოპერის თეატრის სოლისტები, გუნდი, ორკესტრი და ანსამბლი „რუსთავი“.

ოპერის თეატრის ცისფერ დარბაზში ასევე მოეწყობა გამოფენა, ოთარ თაქთაქიშვილის ოპერის „მთვარის მოტაცება“, კლავირის რედაქტირებული ვერსიის პრეზენტაცია.