პრემიერა სენაკის თეატრში

სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო თეატრის სცენა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის დასმა დაიკავა. მსახიობებმა მაყურებლის წინაშე გიორგი ერისთავის „ძუნწი“ წარადგინეს. სპექტაკლის რეჟისორი გოჩა კაპანაძეა.

სენაკის თეატრი სულ მალე ცხინვალის თეატრს უმასპინძლებს, ხოლო 27 სექტემბერს სოხუმის სახელმწიფო თეატრი გამსახურდიას „მთვარის მოტაცებას“ წარმოადგენს. ყველა გასტროლი კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით ხორციელდება.